აქტუალური
თბილისში დამკვირვებელთა წარმომადგენლობა გაიხსნა

1-misiaa-aqtuaa3თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის თბილისში წარმომადგენლობა გახსნა.

როგორც ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, მისია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით გაიხსნა.

წარმომადგენლობა, რომელსაც ნიკოლაი ვულჩანოვი ხელმძღვანელობს, საქართველოში მყოფ 15 საერთაშორისო ექსპერტსა და 28 გრძელვადიან დამკვირვებელს აერთიანებს.

გარდა ამისა, „ODIHR“-ს არჩევნებზე 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი ეყოლება, რომლებიც კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან.
„დამკვირვებლები არჩევნებს რამდენიმე პრინციპის გათვალისწინებით შეაფასებენ – რამდენად შეესაბამება არჩევნები დემოკრატიულ საარჩევნო პროცესებს, ეუთოს ეგიდით ნაკისრ მოვალეობებსა და ეროვნულ კანონმდებლობას.