თბილისი, 24 აგვისტო,საქინფორმი. სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენციასთან მდუმარე აქცია გამართა. სტუდენტები საზაფხულო დასაქმების პროგრამა „suumer job“-ს აპროტესტებდნენ.
ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ პროგრამა წინაასაარჩევნოდ იყო შექმნილი და არჩევნებზე ხმების მოზიდვას ითვალისწინებდა.
მდუმარე აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ლოზუნგები: „არ ვიყიდებით!“ და „ვერ მოისყიდით სტუდენტებს!“