პოლიტიკა
„თავისუფალი საქართველო“ მხარს დაუჭერს „ქათული ოცნების“ კანდიდატს

1-kuka3-politika3თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. ყველა საარჩევნო ოლქში ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატებზე შესათანხმებლად „თავისუფალი საქართველო“ მზადაა.

„გამოვთქვამთ მზადყოფნას, შევთანხმდეთ ერთიან კანდიდატებზე ყველა საარჩევნო ოლქში და ვდგამთ პირველ ნაბიჯს – მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არ ვაყენებთ მაჟორიტარობის კანდიდატს და მხარდაჭერას ვუცხადებთ „ქათული ოცნების“ კანდიდატ ზაზა პაპუაშვილს“, – ამბობს კახა კუკავა.

„თავისუფალმა საქართველომ“ თბილისის სხვა ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა:

ვაკეში კახა კუკავა;

კრწანისში აკაკი ასათიანი;

ისანში გელა კეტაშვილი;

სამგორში ალექსანდრე შალამბერიძე;

დიდუბეში კი – დიმიტრი ლორთქიფანიძე.