„თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრა ეუთოს დელეგაციასთან
თბილისი, 23 აგვისტო,
საქინფორმი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის საერთაშორისო მდივანმა დავით ზალკანიანმა განაცხადა, ეუთო არის ძირითდი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიას.
„აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა. ეუთოს წევრები შეხვდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ ყველა წევრ პარტიას. ჩვენ მათ დეტალურად გავაცანით წინასაარჩევნო სიტუაცია. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საფინანსო ანგარიშების დაყადაღების თემას, ჩვენს აქტივისტებზე ზეწოლას რეგიონებში, მედიახელმისაწვდომობის საკითხს და თუ რა ფონია შექმნილი სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების კონტექსტით, მოისმინეს ყველა დეტალი, გადავეცით დოკუმენტები თითოეულ ფაქტზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.