აქტუალური
გია ნოდია: „საერთაშორისო დამკვირვებლების არსებობა არ არის იმის გარანტია, რომ არჩევნები სამართლიანი იქნება!“

1-nodia-aqtuuu1თბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. გია ნოდია, „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ეუთოს დამკვირვებლებს ყოველთვის აინტერესებდათ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია. საქართველოში ვიზიტის დროს მისიის წარმომადგენლები ხვდებიან მთავრობისა და ოპოზიციის წევრებს, ასევე, დამოუკიდებელ ექსპერტებს. ნოდიას თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების არსებობა არ არის იმის გარანტია, რომ არჩევნები სამართლიანი იქნება. მისი განცხადებით, ბევრ ქვეყანაში დამკვირვებლები ჩადიან, მაგრამ იქ არჩევნები სამართლიანი მაინც არ არის.

„საქართველოში ხელისუფლება, როგორც წესი, ანგარიშს უწევს დასავლეთს. ყველა  რეკომენდაციას შეიძლება არა, მაგრამ ბევრ რამეს იზიარებს. ასე რომ, ევროპელი დამკვირვებლების დასწრება არ არის არჩევნების დემოკრატიულობის გარანტია, მაგრამ დამატებითი ფაქტორია იმისთვის, რომ არჩევნები იყოს უკეთესი, ვიდრე ის იქნებოდა დამკვირვებლების გარეშე“, – ამბობს გია ნოდია.