საზოგადოება
„ქართული დასი“ და „განახლებული საქართველოსთვის“ ერთიანდებიან

1-erTiandebian-sazogad1თბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის „ქართული დასი“ პარტიასთან – „განახლებული საქართველოსთვის“, ერთად იბრძოლებს. ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ და პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – წევრმა ნანა გულუამ განაცხადეს.

პარტიები ერთიან სიას წარადგენენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარტიას – „განახლებული საქართველოსთვის“, ცესკოში რეგისტრაცია გაუუქმდა.

ჯონდი ბაღათურია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაზეც საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ მინდია გულუა გუშინ გამორიცხავდა ივანიშვილთან ურთიერთობას. ბაღათურიას თქმით, ის გულუას ესაუბრა და დღეის მდგომარეობით, გულუა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე თანახმაა.

გულუას განცხადებით, არსებობს კოალიციასთან აზრთა სხვადასხვაობა, მაგალითად, ნატოს საკითხში, მაგრამ ძირითადი მიზნები მათ ერთნაირი აქვთ.