პოლიტიკა
თბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესცენტრი საქინფორმს აცნობებს, რუსთავში პარტია „თავისუფალმა საქართველომ“, „ტრადიციონალისტთა კავშირმა“ და „თეთრებმა“ ქვემო ქართლის ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელეს.
გარდაბანის საარჩევნო ოლქში გაერთიანების კანდიდატად რადა ბაირამოვა დასახელდა;
მარნეულის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიებმა მაჰარ დერზიევი წარადგინეს;
ბოლნისის საარჩევნო ოლქში „თავისუფალი საქართველოსა“ და მისი პარტნიორების კანდიდატი დავით ლობჟანიძე იქნება;
დმანისში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით ბარბაქაძე დასახელდა.
პარტიების ლიდერებმა წალკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად – ჯემალ ვანაძე, ხოლო თეთრიწყაროში ლალი აფციაური წარადგინეს.