აქტუალური
გიორგი ბარამიძე თანამდებობას ტოვებს

1-baram-aqtuaa3თბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. გიორგი ბარამიძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ტოვებს.

კანონის თანახმად, მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატად წარდგენიდან ორი დღის ვადაში სახელმწიფო მოხელემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უნდა დაწეროს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს გიორგი ბარამიძის თანამდებობას.

როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, გიორგი ბარამიძე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.