„ახალი მემარჯვენეების“ კანდიდატები ბოლნისში, ლენტეხში, ამბროლაურსა და ბაღდათში
თბილისი, 22 აგვისტო,
საქინფორმი. პოლიტიკურმა გაერთიანება „ახალმა მემარჯვენეებმა“ რეგიონებში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ბოლნისში „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე დავით გამყრელიძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად
კობა ტოგონიძე დაასახელა,
ლენტეხში კი
მირიან ლიპარტელიანი. როგორც პარტიაში აცხადებენ, მირიან ლიპარტელიანი 37 წლისაა, იგი ლენტეხის მკვიდრია. ბოლო პერიოდში აქტიურად იყო ჩაბმული მცირე ბიზნესში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ამბროლაურში „ახალი მემარჯვენეების“ კანდიდატი იქნება რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, პროფესიით აგრონომი, გოჩა დონაძე.
ბაღდათის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად ბენო გეგეჭკორი დასახელდა. იგი 28 წლისაა და „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია.