პოლიტიკა
თბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია ზუგდიდის ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
როლანდ ახალაია, რომელსაც თანამდებობიდან გადადგომა მოუწევს, შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩო ახალაიას მამაა; მისი მეორე შვილი, დათა ახალაია კი თავდაცვის მინისტრის მოადგილეა.
როლანდ ახალაიას კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ალასანია იქნება.