„სამართლიანი არჩევნები“ – მეოთხე ანგარიში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ
თბილისი, 21 აგვისტო, საქინფორმი. დღეს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. როგორც ანგარიშის ორგანიზატორები აცხადებენ, „სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.
შუალედური ანგარიში მოიცავს პერიოდს 2012 წლის 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 4 ივნისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. მონიტორინგი მოიცავს ისეთ ფაქტებს, როგორიცაა: პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, მუქარის, ზეწოლის, ფიზიკური ანგარიშსწორების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაცული პატიმრობების შეფარდების შემთხვევები და სხვა.