სამართალი
კახა კალაძე ძმები კიღურაძეების საქმის გარკვევას მოითხოვს

1-kalaa-samarTaa1თბილისი, 21 აგვისტო, საქინფორმი. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე ძმების – სერგო და თემურ კიღურაძეების – საქმის გამორკვევას ითხოვს. როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, მათ სამტრედიის სასამართლომ 80-80-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, სერგო და თემურ კიღურაძეების დაკავება მოხდა მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ისინი დააკავეს „ინფო 9“-თვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, რადგან მხარს არ უჭერენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ინტერვიუში მათ უარი განაცხადეს მინისტრ ლადო ვარძელაშვილის მხარდაჭერაზე, რადგან ის სამტრედიაში მხოლოდ ახლა გამოჩნდა  და სპორტული დარბაზის აშენების პირობას დებს.

კახა კალაძის განცხადებით, ამ ინტერვიუს შემდეგ რამდენიმე საათში ძმები დააკავეს, მათი ოჯახის წევრებზე კი ყოველგვარი ზეწოლა ხორციელდება.

„ეს უკანონობა უნდა აღიკვეთოს!“, – აცხადებს კახა კალაძე.