აქტუალური
კახეთში სტიქია კვლავ მძლავრობს

1-stiqia-aqtuu2თბილისი, 21 აგვისტო, საქინფორმი. კახეთს კვლავ სტიქია უტევს. ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად ყველაზე მეტად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუმლაყი დაზარალდა, სადაც სტიქიამ ათეულობით სახლს სახურავი გადახადა, მოგლიჯა ელექტროგადამცემი ხაზები და გაანადგურა მოსავალი.

სეტყვის შედეგად განადგურდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სტიქიის ზონაში ამ წუთებში მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

უკვე გაწმენდილია თელავი-ბაკურციხე-თბილისის მთავარი საგზაო მაგისტრალი, სადაც რამდენიმე წუთით მოძრაობა შეჩერებული იყო. გურჯაანსა და მის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების რამდენიმე ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

განუწყვეტელი წვიმისა და ქარიშხლის გამო ზარალდება კახეთის სხვა რაიონებიც.