საზოგადოება
„სასამართლოსთან უფრო ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართება, რათა „ქართული ოცნების“ მომხრეებმა თავიანთი კანონიერი უფლებები არა მარტო სასამართლოს გზით, არამედ საპროტესტო აქციებითაც დაიცვან“, – აღნიშნა ძიძიგურმა.
კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის – თინა ხიდაშელის, თქმით კი, „ქართულ ოცნებას“ მთელი საარჩევნო ატრიბუტიკა უკვე დაბეჭდილი აქვს და მასზე საარჩევნო ნომრად „7“-ია მითითებული.
„უკვე დაბეჭდილი გვაქვს ბუკლეტები, მაისურები და მთელი საარჩევნო ატრიბუტიკა, რომლებზეც მითითებულია, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერი არის „7“. ამის თავიდან გაკეთება ძალიან ძნელი იქნება, რადგან კოალიციაში შემავალი პარტიების ანგარიშები დაყადაღებულია“, – განმარტა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში.