პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნებში 2 ბლოკი და 21 პარტია მონაწილეობს

1-arCevnebi1-politika1თბილისი, 21 აგვისტო, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებად 2 ბლოკი და 21 პარტია დაარეგისტრირა, 8 პარტიას კი რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

ბლოკში – გიორგი თარგამაძე ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება – ერთიანდებიან ამჟამინდელ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი პარტიები  – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და პაატა დავითაიას ევროპელი დემოკრატები. ეს პარტიები საარჩევნო პარტნიორები იყვნენ 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც.

საარჩევნო ბლოკში – ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება – შემდეგი ექვსი პარტიაა გაერთიანებული: ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, კონსერვატიული პარტია, მრეწველები, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები და ეროვნული ფორუმი.

რეგისტრირებულმა ბლოკებმა და პარტიებმა საარჩევნო სიები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცესკოს 1 სექტემბრამდე უნდა წარუდგინონ.