სამართალი
ინკასო „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების საბანკო ანგარიშებზე

1-inkaso-samartaaa3თბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. ექვსი პარტიისგან შემდგარ საარჩევნო ბლოკ „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებული ოთხი პოლიტიკური პარტიის საბანკო ანგარიშების მიმართ ხელისუფლებამ ინკასოს წესი გამოიყენა იმ ჯარიმის ამოღების მიზნით, რომელიც ოპოზიციურ კოალიციას ივნისის ბოლოს დაეკისრა.

ხელისუფლებამ კოალიციაში შემავალი ექვსივე პარტია და ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა 2,38 მილიონი ლარით დააჯარიმა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიისგან სავარაუდოდ უკანონო არაფულადი შემოწირულობების მიღების გამო, რაც კოალიციის რეგიონული ოფისების გარემონტებაში გამოიხატებოდა.

„ბოლო დღეებში 100 000 ლარზე მეტი ჩამოიჭრა  „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების საბანკო ანგარიშებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა მას შემდეგ, რაც ამ ანგარიშებს ყადაღა დაედო“, – განაცხადა ივანიშვილის პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ნოდარ ხადურმა.