სამართალი
პარტიათა წარმომადგენლები დარღვევებსა და საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების თაობაზე

1-komisssia-samarTali2თბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. უწყებათაშორის კომისიას პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო პერიოდში აღმოჩენილ დარღვევებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

საუბარი შეეხო მუქარისა და ზეწოლის ფაქტებს, რომელთაც რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. ასევე, საუბარი იყო პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევებზე. თუმცა შეხვედრაზე პარტიებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში დაპირისპირების ფაქტები შემცირებულია.

შეხვედრას ესწრებოდნენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები.

უწყებათაშორისმა კომისიამ გაფართოებულ სხდომაზე შესაბამისი რეკომენდაციებიც შეიმუშავა.