აქტუალური
სააკაშვილმა მუსლიმანებს ბაირამის დღესასწაული მიულოცა
1-bairamoba-aqtuua3თბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მუსლიმ თემს ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიხეილ სააკაშვილის „Facebook“-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ძვირფასო თანამემამულენო, დღეს მუსლიმური სამყარო რამადანის დასრულებას ბაირამის დღესასწაულით აღნიშნავს. ვულოცავ ამ დღეს საქართველოს მუსლიმ თემს, ჩვენი საზოგადოების განუყოფელ და ძვირფას ნაწილს. ვუერთდები თქვენთვის მნიშვნელოვან დღესასწაულს და წარმატებას, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს ერთიან და ძლიერ საქართველოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.