აქტუალური
უფასო სარეკლამო დრო ოთხი საარჩევნო სუბიექტისათვის

1-ufaso-aqtuaaa2თბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტთა ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ცესკოს ინფორმაციით, უფასო სარეკლამო დრო ეკუთვნით შემდეგ სუბიექტებს:

1. შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია;

2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეტი სარგებელი ხალხს“;

3. გიორგი თარგამაძე ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“;

4. „ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ სიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გამოეხმაურა. ის სამაუწყებლო კომპანიებს მოუწოდებს, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინონ და უფასო პოლიტიკური რეკლამა საკუთარ ეთერში მხოლოდ იმ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის გამოყონ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

„ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საარჩევნო პროცესში უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის გადაანგარიშებისას უნდა იხელმძღვანელონ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით – „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესი“, – განმარტავენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.