აქტუალური
თბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წინასაარჩევნო ანგარიშის – „პოლიტიკური პარტიების ფინანსები 2011 წელს“ – პრეზენტაციას მართავს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევა განხორციელდა პროექტის – „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ – ფარგლებში. ანგარიშში განხილულია პოლიტიკური პარტიების 2011 წლის ფინანსური დეკლარაციები.კვლევა სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: პირველი თავი მიმოიხილავს პოლიტიკური პარტიების შემოსავლებს, მეორე თავი – ხარჯებს, ბოლო თავში შეჯამებულია კვლევის ძირითადი მიგნებები და ტენდენციები, ასევე, წარმოდგენილია არსებული პრობლემების გადასაჭრელად საჭირო რეკომენდაციები.
პრეზენტაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისში იმართება.