საზოგადოება
ივანიშვილი მოსახლეობის კითხვებს პირდაპირი ტელეეთერით უპასუხებს

1-telexidi-sazzzogado1თბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ტელეხიდი მოეწყობა. როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ინიციატივა „TV 9“-ს ეკუთვნის. ტელეკომპანიამ წინადადებით „ქართულ ოცნებას“ უკვე მიმართა. ფანჯიკიძის განმარტებით, პროექტი საქართველოს მასშტაბით ოთხი სტუდიის მოწყობას გულისხმობს, საიდანაც ერთ სტუდიაში თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება, დანარჩენ სამში კი – საქართველოს მოსახლეობა, რომელთა კითხვებსაც კოალიციის ლიდერი უპასუხებს.

ფანჯიკიძის ინფორმაციითვე, ტელეხიდი „TV 9“-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა, თუმცა მასში მონაწილეობას კოალიცია სხვა მაუწყებლებსაც სთავაზობს.