რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ოლიგარქის შეცდომა“

1-analit-oligarxქართველი ოლიგარქები ზოგი ულვაშიანია, ზოგი – არა… მაგრამ ერთნიც და მეორენიც ვერ იტანენ, როდესაც მათ რჩევებს აძლევენ: „ჩვენ საკუთარი ჭკუაც გვყოფნისო!“, მიიჩნევენ ისინი, რადგან ყველაზე დაბალი ფენებიდან გასხივოსნებულ მწვერვალებამდე სასიკვდილოდ სახიფათო გზა გაიარეს. ასე ეგონა ერთ ულვაშა ქართველ ოლიგარქსაც*, მაგრამ ეს შეცდომა მისთვის სიცოცხლეზე მეტი აღმოჩნდა... საქმე ის არის, რომ როგორც კი ქართველი ოლიგარქები მშობლიური ბიზნესგარემოდან მათთვის უცხო, პოლიტიკის სამყაროში გადადიან, მათ შეცდომები მოსდით, რადგან ვერ ეგუებიან აზრს, რომ აქ ისინი უკვე ოლიგარქები კი არა, უწვერულვაშო სტაჟიორები არიან, თუნდაც – ძალიან ნიჭიერები.

რა არის ასეთი განსაკუთრებული პოლიტიკაში, რაც არ იციან მილიარდების მფლობელებმა, რომლებიც ახლოს იცნობენ ცნობილ პოლიტიკოსებს? ამ კითხვას დიდი ხნის წინ უპასუხა ერთმა ულვაშა ქართველმა, რომელიც არა ოლიგარქი, არამედ მხოლოდ მოკრძალებული გენერალისიმუსი იყო: კადრები წყვეტენ ყველაფერს!“ – თქვა სტალინმა და სავსებით მართალი იყო. პირველი შეცდომა განსვენებული პატარკაციშვილისა, რომელმაც პრეზიდენტობა დააპირა – კადრები გახლდათ: მისი „თანამებრძოლები“ ან მოღალატეები აღმოჩნდნენ, ან დილეტანტები. გუნდი საღ-სალამათი ქართველი ოლიგარქი ივანიშვილისა, რომელიც პრემიერმინისტრობას აპირებს, აგრეთვე, დიდად სახარბიელო არ არის...

მაშ როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პირველი შეცდომის ფასი?

ივანიშვილის იმედი მხოლოდქართველი ხალხის სიბრძნეზე, რომელიც თვითონ გააკეთებს სწორ არჩევანს“, ივანიშვილის მხრიდან გამოცდილ, ენერგიულ და ძალზედ ვერაგ მოწინააღმდეგეზე უფრო აქტიური PR-დარტყმების უგულებელყოფა (თავდაცვის ტაქტიკიდანთავდასხმაზე გადასვლა, ხელისუფლების პროფესიული კრიტიკა მასმედიაში და საჯარო გამოსვლების დროს და ..) ოპოზიციური კოალიციისთვის უკიდურესად სახიფათოა“, – ვწერ 6 აგვისტოს პუბლიკაციაში ივანიშვილის ადგილას სააკაშვილს ვკითხავდი...“ და ყოველდღიურად სულ უფრო ვრწმუნდები საკუთარ სიმართლეში.

ქართველმა ხალხმა გადარჩენის იმედით „თვალი დახუჭა“ ოლიგარქის გარემოცვაზე (ვისაც ივანიშვილის გუნდში პოლიტიკური გამოცდილება აქვს – ხალხში არაპოპულარულია, ხოლო მათ, ვინც ქართველ საზოგადოებაში საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს, პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნიათ**).

ქართველი ხალხი არ აყვედრის ივანიშვილს, რომ მისი ფინანსური მხარდაჭერის წყალობით სააკაშვილის ხელისუფლებამ უდარდელად იარსება ამდენი წელი (შედარებისთვის: ნინო ბურჯანაძეს სააკაშვილთან ერთობლივი მოღვაწეობის ფაქტორის გასანეიტრალებლად 4 წელი და ბევრი გმირული ძალისხმევა დასჭირდა).

ქართველი ხალხი პატივს სცემს ადამიანს, რომელმაც საქართველოს მთავარი საკათედრო ტაძარი – ყოვლადწმიდა სამების ტაძარი ააგო და 500-ზე მეტი ეკლესია გაარემონტა: უზარმაზარი რეიტინგი, რომელიც, გარემოებათა თანხვედრით, ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლის დღესვე დაატყდა თავს – ბონუსია, რომელიც გასამრავლებელია, და არა ფუჭად გასაფლანგავი.

ქართველი ხალხი ელოდება ბიძინასგან არა უბრალოდ არჩევნებში მონაწილეობას, და თუნდაც – არა ქულებით მოგებას, არამედ სუფთა გამარჯვებას და ქართული ოცნების ასრულებას, ამიტომ ფრანგ დე კუბერტენის ოლიმპიური თამაშების დევიზი მთავარია არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობა უვარგისია წინასაარჩევნო სლოგანად საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილისა და მისი კოალიციისთვის.

ქართველ ხალხს აშფოთებს ივანიშვილის მზადყოფნა „უარესი ვარიანტისთვის“: მისივე თქმით, ეს არის ხმათა 40% მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, რაც ოპოზიციური კოალიციისთვის დამარცხებას ნიშნავს, რადგან დანარჩენი 60% სააკაშვილის „ნაცმოძრაობას“ ერგება.

ქართველი ხალხი არ ეკითხება (ჯერჯერობით არ ეკითხება!) ივანიშვილს – რა მიზეზებით არ შედგა ტანდემი ბურჯანაძისა და კუკავას პარტიებთან, დიდ პოლიტიკაში ოლიგარქის მოსვლის დღეს ხომ მთავარი ლოზუნგი ღაღადებდა: ყველას გაერთიანება სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული რეჟიმის შესაცვლელად!“? 2011 წლის ოქტომბრიდან – 2012 წლის ოქტომბრამდე (პოლიტიკურ ასპარეზზე ივანიშვილის ოფიციალური პრეზენტაციის მომენტიდან  – საპარლამენტო არჩევნებამდე) – მხოლოდ ერთი წელია, ხოლო ოქტომბრის რევოლუცია ოლიგარქს არ სურს, რაც ავალდებულებს მას, თავის განცხადებებში უკიდურესად მოზომილი იყოს, პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც დღეს საქართველოში ბრენდ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება: მთელ „ქართულ ოცნებაზე“ და ცალ-ცალკე კოალიციის ლიდერებზე, თითოეულ თავის ჟურნალისტზე. მანევრისთვის, ისევე, როგორც კლასიკური პარტიული მშენებლობისთვის, მას დრო არ აქვს (თუმცა, არც საკადრო და ადმინისტრაციული რესურსი), ამიტომ ივანიშვილს „a la სააკაშვილის“ პლაკატური პიარის ფუფუნება, თავისი ბუფონადითა და ბუტაფორიული ანტურაჟით, არ გააჩნია. რაც ნებადართულია პრეზიდენტ სააკაშვილისთვისარ არის ნებადართული პოლიტიკურ ოლიმპზე ცოცვით ამავალი ივანიშვილისთვის, რომელმაც გამოცდა „10“-ზე უნდა ჩააბაროს, რათა „5“ მიიღოს!

ივანიშვილს ხშირად უწევს, დაეშვას ელემენტარულ წვრილმანებამდე, ზღოს თავისი გუნდის არაპროფესიონალიზმი საკუთარი ფულით და პოპულარობით, მაგრამ არჩევნებამდე დარჩენილი დროის დეფიციტის გამო მან შესაძლოა, უბრალოდ, ვერ მოასწროს ყველაფრის გამოსწორება დაპიკედან გამოსვლა“. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშიც კი ოლიგარქი დიდხანს წაიბორძიკებს თავისი პარტთანამშრომლების წარსულ შეცდომებზე, რომელთაგან თითოეული დღეს მოწინააღმდეგის მიერსრული პროგრამითგამოიყენება მის წინააღმდეგ. მაგალითად, მის ტელეარხ TV 9“-ს ამასწინათ დიდხანს და დამამცირებლად მოუხდა მობოდიშება მხოლოდ ერთი სიტყვისთვის – „ლეგიტიმურად“ – 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის არმიის ქმედებებთან მიმართებაში. ტელეჟურნალისტმა, რომელიც სააგენტო „GHN“-ის ინფორმაციას კითხულობდა და სიტყვა „ლეგიტიმურად“ გამოთქმისას ტელეეთერში მოხრილი თითები არ დაიქნია (როგორც ახლაა მოდაში ბრჭყალების გამოსახვა), რითაც დაუყოვნებლივ ისარგებლა სააკაშვილმა და ივანიშვილს, რომლის ფულით ქართული არმია შენდებოდა, მთელი თავისი კოალიციით კრემლის დამქაშები უწოდა!

კიდევ ერთი მაგალითი: ამასწინათ, TV 9“-ზე, დილის გადაცემა ახალ დილაში“, ტელეწამყვანები თეონა გეგელია და გიორგი კობახიძე, მათთვის ჩვეული ზოზინა-მოურიდებელი მანერით დასცინოდნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ.ვ.პუტინს: თეონამ ჰკითხა გიორგის – იცი, რომ პუტინს ტუჩები და მთელი სახებოტოქსითაქვს დაბერილიო, რაზეც გიორგიმ უპასუხა – ის მალე მკერდსაც დაიბერავს! ამას ივანიშვილის ტელეარხის ჟურნალისტები სწორედ იმ პრეზიდენტ პუტინზე ამბობენ, რომელთანაც ივანიშვილი, როგორც მან თავის პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აპირებს, რათა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მოაგვაროს (ციტატა მომყავს), რადგან პუტინი თავის ხალხს მოსწონს...  

ნუთუ ამ „ჟურნალისტებს“ არ ესმით, რომ არა მარტო „დათვურ სამსახურს“ უწევენ ივანიშვილს, არამედ შეურაცხყოფენ მთელ რუს ხალხს, დასცინიან მის რჩეულს – რუსეთის ლეგიტიმურ პრეზიდენტს?! ან იქნებ ამით ისინი ცდილობენ, აჯობონ სააკაშვილს რუსეთის ლაფში ამოსვრაში, რათა ყველას დაუმტკიცონ: „არა, ჩვენარა ვართ პრორუსულები, ჩვენკარგები ვართ, პროამერიკულები, და ისევე, როგორც სააკაშვილს, გვძულს რუსეთი!“?

არადა, ასეც არის – ოკუპანტი, აგრესორი, ისტორიული დამპყრობელი – ეს სიტყვები TV 9“-ს ეთერში 08.08.08 ომის მე-4 წლისთავზე იმაზე იშვიათად არ ისმოდა, ვიდრე სამთავრობო რუსთავი 2“-ზე, იმედზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, და 8-დან 12 აგვისტომდე ამ ტელეარხების ერთმანეთისგან გარჩევა მხოლოდ ეკრანის კუთხეში მოთავსებული ლოგოთი თუ შეიძლებოდა...

კიდევ ერთი მაგალითი, და კვლავ – ახალი დილა“ „TV 9“-ზე: მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოპულარულ ქართულ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ კბილი გაჰკრა და მას ივანიშვილის საყვარელი გაზეთი უწოდა, იმავე წამყვანებმა – თეონა გეგელიამ და გიორგი კობახიძემ, საპირისპიროს დასამტკიცებლად ქართული პრესის „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს. სტუდიაში მოწვეულ უცნობ „ექსპერტთან“ ერთად ისინი ცინიკურად დასცინოდნენასავალ-დასავალსდა მის მრავალათასიან მკითხველს, უწოდებდნენ რა გაზეთს ხან – „ყვითელ პრესას“, ხან – „პოსტების კრებულს“, ხან – „მკითხავს“, ხანსტალინისრეკლამითპოპულარობამოპოვებულს (არ ჩამოვთვლი მათ მიერ გამოთქმულ ყველა საძაგლობას იმ გაზეთის მიმართ, რომელიც პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენისთანავე მას სერიოზულ საინფორმაციო მხარდაჭერას უწევს. დღეს დილით კი, 20 აგვისტოს, ეს მძინარე წყვილი ირონიით უკვე ივანიშვილს მოიხსენიებდა...) და რაღად ღირს ოლიგარქის გაზეთი ქართული ოცნება“, რომელიც რკინიგზელის ფურცელს მოგვაგონებს (ოღონდ – ქართულ ენაზე), საბჭოთა ხელისუფლების გარიჟრაჟზე მატარებლებში უფასოდ რომ რიგდებოდა?! როგორც ამბობენ, ივანიშვილმა ის რამდენიმე ნომრის შემდეგ დახურა, მაგრამ ფული ხომ ქარს გაატანა, ქართველ საზოგადოებაში კი ალაპარაკდნენ, რომ ივანიშვილის ჟურნალისტები – „მეწაღეები“ არიან!

ნუთუ ივანიშვილის მიერ დაქირავებულმაპიარტექნოლოგებმაარ ურჩიეს მას, რომ საუკეთესო თავდაცვათავდასხმაა და რომ გამუდმებით თავის მართლებაკონტრპროდუქტიულია, რადგან, ჩვეულებრივ, თავს დამნაშავე იმართლებს?! რამდენი შეიძლება ამტკიცო, რომ შენ საქართველოში არა კრემლის დამქაში, არამედ აშშ-ის და ნატოს ფანატი ხარ?! მაშინ რა განსხვავებაა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის? – შეიძლება ქართველმა ხალხმა კითხვა დასვას, რომელიც ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არ იქნება...

ფიქრობთ, სააკაშვილმა არ იცის, რომ ივანიშვილიარა პრორუსული, არამედ ისეთივე პროამერიკულია, როგორც თავად ის?! იცის, მაგრამ საგანგებოდ აბრალებს, იმიტომ, რომშავიპიარი, რომელიც საქართველოში უტყუარად მოქმედებდა ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანიას დროს, დღეს უკვე მოძველდა: „სომეხი“, „პედერასტი“, – მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ერთნიც და მეორენიც სოლიდურად არიან წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლებაში და მის უახლოეს გარემოცვაში, დაიწყო ახალი უტყუარი ჯადო – „რუსეთუმე“! ასე გადაიქცა ბადრი არკადიდ, ხოლო ბიძინა (რომელსაც პიარტექნოლოგი ბიგვავა ისეთსავე უვარგის რჩევებს აძლევს, როგორც განსვენებულ ჟვანიას***) – ბორისად...

ოლიგარქისა და მისი გარემოცვის შეცდომების ჩამონათვალი შეიძლება განვაგრძოთ: ეს არის 80-მილიონიანი ჯარიმის გადახდა თითქოსდა – მხოლოდ სტიქიისაგან დაზარალებულებისათვის: და სად არის დაპირებული მონიტორინგი მოსახლეობისთვის ამ მილიონების განაწილებაზე, რომლითაცქართული ოცნებისლიდერები იმუქრებოდნენ?! და როგორ აპირებდნენ ისინი ამის შემოწმებას, ნუთუ ივანიშვილის კუპიურებზე მისი პორტრეტია მიხატული?! სად არის მტკიცებულება, რომ ეს 80 მილიონი მოსახლეობას (და არა „ნაცმოძრაობას“) მოხმარდა და ამიტომ ივანიშვილი კიდევ 20 მილიონს ამატებს – იმას, რომლითაც ისევ დააჯარიმეს?!

და ამ დროს უკვე წავიდა ჭორები – ივანიშვილი ამ ფულსნაცმოძრაობასუხდის, რათა პარლამენტში ადგილები უყიდოს თავისსაყვარელ ამერიკელებს“ – რესპუბლიკელებს და კოალიციის სხვა წევრებს...

და რატომ დაუჯერესქართულ ოცნებაშიცესკოს მონაცემებს – 3 მილიონ 600 ათასზე მეტი ამომრჩეველი, როცა საქართველოს მთელი მოსახლეობაც კი დღეს 2 მილიონ 600 ათასსაც ვერ აღწევს? მაშასადამე, რეალური ამომრჩეველი ნაკლებია, ვიდრე 2 მილიონ 600 ათასი?! მაშინ „ქართული ოცნების“ მიერ (ვითომდა „კარდაკარ“ მეთოდით) შედგენილი სია რატომ განსხვავდება მხოლოდ 350 ათასით სახელმწიფო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა ერთიანი სიისგან?

ანუ, სააკაშვილს ჯიბეშიუკვე, როგორც მინიმუმ, 1 მილიონზე მეტი ხმა აქვს, პლუს 700 ათასი ხმა ეროვნული უმცირესობებისაგან, რომლებთანაცქართული ოცნებიდანსერიოზულად არც არავის უმუშავია... ივანიშვილი სომხურ კი არა, ქართულ ოცნებას აშენებს, მიშიკა კი ჩვენი ბიჭია, ამიტომ ჩვენ მხარს სააკაშვილს ვუჭერთ!“ – ასე ფიქრობენ, მაგალითად, სომხები მათი კომპაქტური დასახლების ადგილებში (საგულისხმოა, რომ მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კოალიცია დღემდე ვერ ჩამოყალიბდა მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით. საეჭვოა,  ადგილობრივმა სომეხმა მოსახლეობამ ადეკვატურად აღიქვას ივანიშვილის შვილის – რეპერი ბერას, რეპკომპოზიცია ქართულ ოცნებაზე, რაც სააკაშვილმა ზუსტად გათვალა და აქ შარლ აზნავური მოიწვია. კულტურის სამინისტროს ეს აგიტკონცერტი ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. „ნაცმოძრაობის“ გამარჯვება ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, როგორიცაა სამცხე-ჯავახეთი, სააკაშვილს ამად უღირს! და აზერბაიჯანელებიც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ეროვნული უმცირესობებისთვის ტრადიციულად, მოქმედ ხელისუფლებას მისცემენ ხმას).

ამ ყველაფერთან ერთად, არჩევნები აუცილებლად გაყალბდება, იმიტომ, რომ აშშ სააკაშვილს დაუჭერს მხარს და არა ივანიშვილს, თუმცა მასაც კვალდაკვალ გაუშვებენ (მათ შორის პროცენტული თანაფარდობა რაღაც საშუალო არითმეტიკული იქნება „IRI“-ს და „NDI“-ს გამოკითხვა-დირექტივებს შორის): დიახ, ორივე – „ჩვენი არამზადებიარიან****, მაგრამ უმჯობესია, წინ გიჟი მიშა გავუშვათ, ის ხომხალხში არაპოპულარულია, თანაც პუტინიც შეჰპირდა ერთი ადგილით ჩამოკიდებას, და ამიტომ მისთვის ამერიკის მხარდაჭერასიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ერგოსააკაშვილი მთლიანად ექვემდებარება კონტროლს. აი, ფსიქოანალიზით გატაცებული ოლიგარქი ივანიშვილი კი სავსებით შესაძლებელია, კონტროლის ქვეშიდან გამოვიდეს, ამისთვის მას ფინანსური რესურსიც აქვს და სოლიდური ელექტორატიც!“ – ასე ფიქრობს ოფიციალური ვაშინგტონი.

P.S. შეცდომები მრავლად იყო, დრო კი ცოტა დარჩა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს საკმარისი პრაგმატიზმი, ნიჭი და ნებისყოფა აქვს, რათა ბოლო წუთებში მიიღოს ის ერთადერთი სწორი და ორიგინალური გადაწყვეტილება, რომელიც შეძლებს გაანეიტრალოს მისი პირველი და მთავარი შეცდომაკადრებში...

* ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს  ლონდონში იდუმალ ვითარებაში  გარდაიცვალა, ოფიციალური ვერსიით – „ გულის შეტევით“, თუმცა მანამდე ის გულს არასოდეს უჩიოდა.

** აქ და შემდგომში, სადაც ლაპარაკი იქნება პოლიტიკურ ჩვევებსა და პროფესიონალიზმზე, იგულისხმება ტრენდი „ქართულ ოცნებაში“, იგულისხმება ტრენდი, უმრავლესობა, და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილთან მუშაობს. სამწუხაროდ, პერსპექტიული პოლიტიკოსები, როგორც, მაგალითად, ირაკლი ალასანია, ნიჭიერი ჟურნალისტები, როგორიცაა ეკა ბერიძე, პროფესიონალი ტელეწამყვანები, როგორიცაა ნათია ლაზაშვილი, რამდენიმე გამოცდილი ფინანსისტი და სხვა სპეციალისტი საერთო წესიდან გამონაკლისს წარმოადგენენ.

*** პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს თბილისში იდუმალ ვითარებაში  გარდაიცვალა, ოფიციალური ვერსიით – „მხუთავი აირით მოწამვლისგან“, თუმცა საბურთალოს ქუჩას, სადაც იმ ავბედით საღამოს „კონსპირაციულ ბინაში“ გარდაცვლილები აღმოაჩინეს ჟვანია და „მისი მეგობარი“ – რაულ უსუფოვი, გაზის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა.

**** “სამოსა, რა თქმა უნდა, არამზადაა, მაგრამ ის ჩვენი არამზადაა!“ – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა დიქტატორზე, ნიკარაგუას პრეზიდენტ ანასტასიო სამოსაზე, რის შემდეგაც გამოთქმა „ჩვენი არამზადა“ საზოგადო გახდა და გამოიყენება, როდესაც ლაპარაკია ორმაგ სტანდარტებზე: მაგალითად – აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რომელიც ხელმძღვანელობს არა დემოკრატიის პრინციპებით, არამედ მხოლოდ ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისადმი ერთგულების კრიტერიუმით.