სამართალი
ძალადობა „ინფო 9“-ის ჟურნალისტ დავით ჩავლეიშვილზე

1-jurnalist-samarttta1თბილისი, 17 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ლანჩხუთში „ინფო 9“-ს ოპერატორ დავით ჩავლეიშვილის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა ფიზიკური ძალა, რომელიც, საიას შეფასებით, შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საია სამართალდამცავ ორგანოებს ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„გავრცელებული კადრებიდან დგინდება, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წინ გაჩერებული სამარშრუტო ტაქსის მგზავრების გადაღებისას გადამღები ჯგუფის მიერ დასმულმა შეკითხვებმა ახალგაზრდა მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია. მან ჯერ ჟურნალისტს დაუყვირა, ხოლო შემდეგ გადაღების შეწყვეტის მიზნით კამერას ხელი დაარტყა. აღნიშნული მოქმედების გამო „ინფო 9“-ის ოპერატორ დავით ჩავლეიშვილს სახის არეში მიადგა დაზიანება. მოგვიანებით ოპერატორი  საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ამასთან, დაზიანებულია სააგენტოს კუთვნილი აპარატურა“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.