აქტუალური
საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადი იზრდება

1-gzavnilebi-aqtuuaa3თბილისი, 17 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2012 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 117,1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 193,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4,5 მლნ აშშ დოლარით (7.5 მლნ ლარით), ანუ 4 პროცენტით მეტია 2011 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92,4 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე (რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ, უკრაინა, ინდოეთი, თურქეთი, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, ყაზახეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, გერმანია) მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93,7 პროცენტი მოდიოდა.

2012 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 8,8 მლნ აშშ დოლარი (14,6 მლნ ლარი) გადაიგზავნა (გასული წლის ივლისში – 7,7 მლნ აშშ დოლარი – 12,9 მლნ ლარი).