საზოგადოება
თბილისი, 17 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ „ლეიბორისტულმა პარტიამ“ საზოგადოებას თბილისის მაჟორიტარი დპუტატობის კანდიდატები წარუდგინა:
კრწანისში კენჭს იყრის კოტე გუგუშვილი, მთაწმინდაზე – პაატა ჩოხელი, ვაკეში – ლეილა გაფრინდაშვილი, საბურთალოზე – გურამ პეტრიაშვილი, გლდანში – იოსებ შატბერაშვილი, ნაძალადევში – გიორგი გუგავა, ჩუღურეთში – იოსებ სამხარაძე, დიდუბეში – პაატა ჯიბლაძე, ისანში – კახა ძაგანია, სამგორში – გიორგი ბიჭაშვილი.„ეს ის გუნდია, რომელიც არც პოლიტიკას ღალატობს და არც მოქალაქეებს“, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამ დროისთვის დასახელებული ჰყავთ შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს: „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“.