საზოგადოება
ივანიშვილი: „20 მილიონსაც გადავრიცხავ და კახი კალაძესაც დავითანხმებ, რომ თავისი ჯარიმა გადარიცხოს!“

1-jarima-sazpgadoeba1თბილისი, 17 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ კახეთის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თუ არ იქნება საკმარისი 80 მილიონი, ის 20 მილიონსაც გადაიხდის და კახი კალაძესაც დაითანხმებს ჯარიმის გადარიცხვაზე.

„კეთილი ინებონ და გადაუხადონ ხალხს ის, რაც ეკუთვნის. ვერ იტყვიან, რომ ფული არ აქვთ, დამატებითი წყარო გაჩნდა – 80 მილიონი და ხალხს აუნაზღაურონ დანაკარგი და არა ეს მოჩვენებითი ციფრები. რა უნდათ, მე ვერ გავიგე, ფული აქვთ და კეთილი ინებონ და ხალხს დაეხმარონ. თუ არ იქნება საკმარისი 80 მილიონი, 20 მილიონსაც გადავრიცხავ და კახი კალაძესაც დავითანხმებ, რომ თავისი ჯარიმა გადარიცხოს. ოღონდაც ხალხს მისცენ ის, რაც მათ დაკარგეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, სასამართლომ 10 აგვისტოს კახა კალაძე კოალიციის ანგარიშზე უკანონო შემოწირულობის განხორციელებისათვის 16 944 960 ლარით დააჯარიმა, 11 აგვისტოს კი ადმინისტრაციულ სამართადამრღვევად ცნო ბიძინა ივანიშვილი და უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის 20 243 827 ლარით დააჯარიმა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა, თუმცა სააპელაციომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.