პოლიტიკა
თბილისი, 17 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გუშინ ბათუმს ეწვია. როგორც კოალიციიდან იტყობინებიან, ვიზიტის ფარგლებში ივანიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
ხულოში კოალიციის კანდიდატი იქნება ამირან მამულაძე; შუახევში – ჯემალ ფუტკარაძე; ქედაში – ნოდარ ძნელაძე; ხელვაჩაურში – თემურ კახიძე; ქობულეთში – ანზორ თხილაიშვილი; ბათუმში – აკაკი ძნელაძე.შეგახსენებთ, რომ ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, 1 ოქტომბერს გაიმართება.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები არ შეიცვლება.
როგორც მან აღნიშნა, სულ ორი ან სამი მაჟორიტარი შეიძლება შეიცვალოს და ცენტრალურ შტაბში გადავიდეს, მაგრამ ეს არ ეხება აჭარის მაჟორიტარ კანდიდატებს.
„მაქსიმუმ, ორი ან სამი კანდიდატი შეიძლება შეიცვალოს. აჭარაში არავინ არ შეიცვლება, არავითარი პრეტენზია აჭარლებთან არ გვაქვს. პრეტენზიები არავისთან არ გვაქვს, შეიძლება ცენტრალურ შტაბში გადმოვიყვანოთ რამდენიმე“, – აღნიშნა ივანიშვილმა.