პოლიტიკა
„ირაკლი ალასანია არის ძალიან საინტერესო და გამოცდილი პოლიტიკოსი, მას ძალიან კარგად იცნობენ ამერიკაშიც. ძალიან პრინციპული და საინტერესო პიროვნებაა. შესაბამისად, მე სიამოვნებით გავიმეორებდი იმას, რომ ირაკლი ალასანია შეიძლება ვიხილოთ მომავალში საქართველოს ნებისმიერ უმაღლეს პოსტზე. მაგრამ დღეს არ ვაცხადებთ ჩვენ, ვინ სად იქნება და როგორ იქნება, მაგრამ ის ფაქტი, რომ აქვს შესაძლებლობა და პოტენცია ამის, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, ამაზე ჯერ არაა საუბარი“, – განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც გუშინ იტყობინებოდა საქინფორმი, 15 აგვისტოს ზუგდიდში შეხვედრაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ ალასანია იმდენად გამოცდილია, ერთგული და წესიერი ადამიანი, რომ მას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიანდობდა ქვეყნის ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც ქართული მასმედიით გავრცელდა ხმები, რომ ივანიშვილი ალასანიას საქართველოს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს.