აქტუალური
თბილისი, 16 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქსტატი ატყობინებს, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ზედიზედ ხუთი დეფლაციის შემდეგ, 2012 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6% შეადგინა.
2012 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,9% შეადგინა.მართალია, ივლისში სურსათზე ფასები 1%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამაგიეროდ, სატრანსპორტო მომსახურების ფასები 7%-ით გაიზარდა.
თავის ყოველთვიურ ანგარიშებში საქსტატი ცალკე აღწერდა საწვავის ფასების ცვილილებებს, თუმცა ბოლო პერიოდში ამის გაკეთება შეწყვიტა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში მომსახურების ფასები ივლისში 4,7%-ით გაიზარდა.