აქტუალური
ფინანსთა ექსმინისტრი გილაურის მოადგილედ დაინიშნა

1-gvindaZ-aqtuallur1თბილისი, 16 აგვისტო, საქინფორმი. ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი გვინდაძე საპარტნიორო ფონდში დირექტორ ნიკა გილაურის მოადგილედ დაინიშნა.

გარდა ამისა, იგი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაზეც იმუშავებს, რადგან „ინვესტ გეორგიას“ ხელმძღვანელობაც მას ჩააბარეს.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე გვინდაძის ნაცვლად ალექსანდრე ხეთაგური იმუშავებს.