საზოგადოება
კაციტაძე უსახლკაროთათვის ხმის უფლების ჩამორთმევის წინააღმდეგია

1-xma-sazoogadoe3თბილისი, 16 აგვისტო, საქინფორმი. სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, უსახლკაროდ დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება უნდა ჩამოერთვათ.

„პირს, რომელსაც რეგისტრაცია გაუუქმდა მესაკუთრის მოთხოვნითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კანონმდებლობის სახელმძღვანელო პრინციპიდან გამომდინარე, ამომრჩეველთა სიაში ყოფნის უფლება აღარ აქვს“, – ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

კაციტაძისთვის კი გაუგებარია, რატომ ითხოვს ოპოზიციური პარტია ქონებადაკარგული ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევასაც.