საზოგადოება
ქუთაისში 17 აგვისტო უქმე დღეა

1-bagraat-sazzogado1თბილისი, 16 აგვისტო, საქინფორმი. ქუთაისის ტერიტორიაზე 17 აგვისტო  ერთჯერადად  უქმე დღედ გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ბაგრატის ტაძრის, აღდგენისა და ტაძარზე ჯვრის აღმართვის ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ  ქუთაისის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 17 აგვისტო ერთჯერადად გამოცხადდეს დასვენების დღედ“, – ნათქვამია განცხადებაში.