პოლიტიკა
„თავისუფალი საქართველო“ პროვოკაციების წინააღმდეგია

1-freee-pollittika3თბილისი, 16 აგვისტო, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარმა კანდიდატმა პროკურატურას მიმართა. როგორც რამინ პაპიძე ამბობს, პარტიის ლიდერ კახა კუკავას სახელით ბათუმში უშიშროების ყოფილი თანამშრომლები მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ.

„რეზო ჩანტლაძე და იოსებ ბერიძე მოსახლეობაში ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ისინი არიან კახა კუკავას წარმომადგენლები და ის აპირებს რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოში შემოყვანას და ამ გზით ხელისუფლების დამხობას. აღნიშნულთან დაკავშირებით შეგვაქვს განცხადება პროკურატურაში, რათა დაიწყოს გამოძიება, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რა წყაროებზე დაყრდნობთ ავრცელებენ ამ ინფორმაციას. თუ დადგინდება, რომ რეალურად დანაშაულის ნიშნებია ან კახა კუკავას ქმედებაში, ან ამ ადამიანების ქმედებაში, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება უნდა იყოს“, – ამბობს პაპიძე.

მისივე თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის წარმომადგენლებს სიტყვიერად

მიაწოდეს. რამინ პაპიძე არ ასახელებს მათ სახელებს, თუმცა ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში პროკურატურასთან ითანამაშრომლებს.