სამართალი
უფლებადამცველები პრეზიდენტის წინააღმდეგ

1-mJavanaZee-samarTali3თბილისი, 15 აგვისტო, საქინფორმი. ნიკოლოზ მჟავანაძემ, „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამხილები პროკურატურაში შეიტანა.

მისი თქმით, ბეშუმსა და დიდგორობის დღესასწაულებზე მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაუშვეს და სხვა პარტიების წარმომადგენლები იქ არ ყოფილან; მიხეილ სააკაშვილს კი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, მჟავანაძე ამ ფაქტებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას აკისრებს.

მჟავანაძე აცხადებს, რომ ამის დამადასტურებლად პოლიციელებისა და მაღალჩინოსნების სატელევიზიო კომენტარები აქვს. ეს მასალები მან პროკურატურაში აქცია-პრესკონფერენციის ჩატარების შემდეგ შეიტანა.

ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, თუ მოქმედი ხელისუფლება არ დაინტერესდება ამ საქმით, მას შემდეგი ხელისუფლება გამოიძიებს.