სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილისა და კალაძის ჯარიმები ძალაში დატოვა

1-jarimebi-samar1თბილისი, 15 აგვისტო, საქინფორმი. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს ორივე გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და დაჯარიმების თაობაზე.

როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, კახა კალაძეს საქალაქო სასამართლომ უკანონო შემოწირულობის განხორციელებისათვის 17-მილიონიანი ჯარიმა დააკისრა, ბიძინა ივანიშვილს კი 21 მილიონ ლარამდე.

სასამართლოს ორივე გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.  ადვოკატები სარჩელით უკვე ევროსასამართლოს მიმართავენ.

ცნობისათვის: კალაძე და ივანიშვილი აუდიტის სამსახურის ოქმების საფუძველზე დაჯარიმდნენ. აუდიტის დასკვნით, ივანიშვილმა – 5 მილიონამდე, ხოლო კალაძემ 4 მილიონ ლარამდე თანხა გაანაღდა, რის შემდეგაც სხვადასხვა ფიზიკური პირების სახელით „ქართული ოცნების“ ანგარიშზე უკანონო შემოწირულობა განახორციელეს.