ინგა გრიგოლია: „ისინი დამნაშავეები არიან საკუთარ ხალხზე ექსპერიმენტების ჩატარების გამო“
თბილისი, 15 აგვისტო,
საქინფორმი. ინგა გრიგოლია, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხელისუფლების წარმომადგენლებს დებატებში იწვევს. როგორც ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლეში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ინგა გრიგოლიამ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებას თუნდაც იმიტომ აღარ უნდა მისცეს ხმა თბილისის არცერთმა მოქალაქემ, რომ მან დედაქალაქში სასიკვდილო ექსპერიმენტი ჩაატარა, როდესაც დენის გადასახადს მიაბა ნაგვის გადასახადი.
„ნებისმიერ ეთერში დამისხდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მე დავუმტკიცებ, რომ ისინი არიან დამნაშავეები საკუთარ ხალხზე ექსპერიმენტების ჩატარების გამო“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
მისივე თქმით, ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელს ყველა დებატებში დაამარცხებს, რადგან „ქრისტიან-დემოკრატები“ სიმართლეს ამბობენ.