ბაქრაძემ ქვემო ქართლის სამი მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა
თბილისი, 15 აგვისტო,
საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მარნეულში, გარდაბანსა და წალკაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატები კოდაში მექანიზაციის ცენტრის დათვალიერებისას წარადგინა.
მარნეულში მოქმედი მაჟორიტარი აზერ სულეიმანოვი იყრის კენჭს; გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფეიქრიშვილი ამავე რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება; წალკის რაიონიდან დეპუტატობას მოქმედი გამგებელი რევაზ შავლოხაშვილი აპირებს.