პოლიტიკა
თბილისი, 15 აგვისტო, საქინფორმი. რამდენიმე დღეში ლაზიკის მშენებლობა იწყება. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში ოლიმპიელებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„რამდენიმე დღეში აქ იწყება ჩემი მთავარი ოცნების განხორციელება – ახალი უმშვენიერესი ქალაქის – ლაზიკას, მშენებლობა, რომელიც იქნება ფოთის გაგრძელება, გარშემო მყოფი ადგილების მთავარი ეკონომიკური ცენტრი, საინჟინრო თვალსაზრისით, ყველაზე გამართული ქართული პორტი და, დარწმუნებული ვარ, მომავალში იქნება საქართველოს სიამაყე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.სააკშვილის განცხადებით, ეს ქალაქი ანდამატივით მიიზიდავს ყველას, ვინც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზის იქით.
„ლაზიკას იდეა – ეს არის საქართველოს ერთიანობის იდეა, ერთიანობისა – აღმშენებლობით და არა ნგრევით“, – განაცხადა სააკაშვილმა.