სამართალი
თბილისი, 14 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში ამ ეტაპზე 763 000 უმუშევარი და სამუშაოს მაძიებელი პირია აღრიცხული. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა რამაზ სულამანიძემ განაცხადა, რომელმაც „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ მიმდინარეობის პრეზენტაცია წარმოადგინა.
სულამანიძის განმარტებით, ამის შემდეგ მათ დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყება.