აქტუალური
კომუნიკაციების კომისია „must carry“-ს განხორციელების შესახებ

1-komunikac-aqtualuri2თბილისი, 14 აგვისტო, საქინფორმი. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა მონაცემები „must carry“-ს განხორციელების შესახებ.

როგორც კომუნიკაციების კომისიიდან იტყობინებიან, ამჟამად ასეთი მონაცემებია: ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გადაცემები მიეწოდება 193 642 აბონენტს,  ტელეკომპანია „მაესტროსი“ – 169 140 აბონენტს, ტელეკომპანია „კავკასიის“ – 160 758 აბონენტს, ტელეკომპანია „25-ე არხის“ – 154 924 აბონენტს.

კომისია აგრძელებს „must carry“-ს განხორციელების მონიტორინგს შესაბამის მონაცემებს პერიოდულად გამოაქვეყნებს.