აქტუალური
ფოთში საცხოვრებელი კვარტალები დაიტბორა

1-poti-aqtualuri1თბილისი, 14 აგვისტო, საქინფორმი. გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ფოთის რამდენიმე უბანი დატბორა. წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შევარდა და მოსახლეობა დააზარალა.

როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, წყლის ამოტუმბვა ელექტროენერგიის გათიშვის გამო ვერ მოხერხდა. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ბერაიას თქმით, პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელია ქალაქში დამატებითი სატუმბი სადგურების აშენება.

ფოთის სამაშველო სამსახურის უფროს თენგიზ ხაზალიას ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მხოლოდ ოთხი გამოძახება დაფიქსირდა. მოსახლეობის თქმით, სტიქიას ისინი საკუთარი ძალებით უმკლავდებოდნენ. როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, დაზარალებულთა შესახებ ზუსტი მონაცემები ამ დროისთვის არ არსებობს.