პოლიტიკა
კუკავა: „გამოსავალი ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაშია!“

1-kukavaa-politika2თბილისი, 14 აგვისტო, საქინფორმი. ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობას იხსნის, – ასე თვლის პარტია თავისუფალი საქართველოსლიდერი კახა კუკავა. იგი გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენის მოსახლეობას შეხვდა, ადგილობრივებს პარტიის პროგრამა გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.

სოფლის მოსახლეობა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების პერსპექტივით და ამ თვალსაზრისით „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გადადგმული ნაბიჯებით დაინტერესდა.

კუკავამ კახელებთან შეხვედრისას რეგიონის პრობლემებთან ერთად ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სანამ საქართველოს ხელისუფლების სათავეში ვაშინგტონიდან კონტროლირებადი ძალები იქნებიან, მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივები არ არსებობს.