პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის მერთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის ის ათი კანდიდატი წარადგინა, რომლებიც საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად თბილისის სხვადასხვა რაიონში იბრძოლებენ. კერძოდ,
ვაკის საარჩევნო ოლქში კენჭს იყრის გიორგი კარბელაშვილი;
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში – არჩილ გეგენავა;
კრწანისის საარჩევნო ოლქში – დავით საყვარელიძე;
გლდანის საარჩევნო ოლქში – ნიკოლოზ ხაჩირიშვილი;
ნაძალადევის საარჩევნო ოლქში – მერაბ სამადაშვილი;
ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში – ანდრო ალავიძე;
ისნის საარჩევნო ოლქში – გიორგი ვაშაძე;
სამგორის საარჩევნო ოლქში – მიხეილ მაჭავარიანი;
საბურთალოს საარჩევნო ოლქში – ანდრია ურუშაძე;
დიდუბის საარჩევნო ოლქში – გიორგი ჩაჩანიძე.