სამართალი
დიდგორში მიმავალი „თავისუფალი საქართველოს“ მიკროავტობუსი დააპატიმრეს

1-kuka-samarTali1თბილისი, 13 აგვისტო, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, პოლიციამ დიდგორში მიმავალი პარტიის მიკროავტობუსი დააპატიმრა.

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, პარტიის წარმომადგენლები ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად დიდგორში მიდიოდნენ.

„პარტიის აქტივისტებით დატვირთული მიკროავტობუსი ჯერ დედაქალაქს არ იყო გაცილებული, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ, რომელიც მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, მოახერხა დიდგორის მისადგომებთან მისვლა, თუმცა აქ მას მობილიზებული დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებმაც განუცხადეს, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ჰქონდათ უფლება, დასწრებოდნენ დიდგორის ველზე დაგეგმილ ღონისძიებას და ოპოზიციონერებს მას შემდეგ შეუშვებდნენ, რაც სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები და პრეზიდენტი დაასრულებდნენ დიდგორობის აღნიშვნას“, –ნათქვამია პარტიის განცხადებაში.