საგარეო უწყება ირანში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს
თბილისი, 13 აგვისტო,
საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მწუხარება გამოხატა და ირანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2012 წლის 11 აგვისტოს ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ქალაქ თავრიზის მახლობლად მომხდარი მიწისძვრის გამო“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.