საზოგადოება
საარჩევნო პლაკატები სპეციალურ სტენდებზე გაიკვრება

1-plakat-sazogado3თბილისი, 13 აგვისტო, საქინფორმი. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისის  მერიამ დედაქალაქში საარჩევნო პლაკატების გაკვრის წესი გამოაცხადა. მან  საარჩევნო სუბიექტებისთვის სპეციალური სტენდები დაამონტაჟა. თითოეულ პარტიას ამ სტენდებით სარგებლობის თანაბარი უფლება ექნება.

გარდა ამისა, განისაზღვრა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზეც პლაკატების განთავსება იკრძალება.

მერიის მიერ შედგენილ სიაში ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული კულტურული ძეგლები, რეაბილიტირებული შენობები, სახელმწიფო თვითმმართველობის ორგანოები შედის.