საზოგადოება
დასაქმების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ რამიშვილის განცხადებით, ინფორმაციის გაცვლა დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს სექტემბრის ბოლოდან ვირტუალური შრომის ბირჟის საშუალებით შეეძლებათ. ამ დროისთვის შესაბამისი ვებგვერდი ამოქმედდება.
აღნიშნული პერიოდისთვის დასრულდება მოსახლეობის საყოველთაო ანკეტირება და ინფორმაციის დამუშავება.