ახალი საარჩევნო ბლოკი – „ქდმ“ და „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“
თბილისი, 13 აგვისტო,
საქინფორმი. ერთიანი საარჩევნო ბლოკით
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ წარმოგვიდგებიან.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი პოლიტიკური ბლოკით მონაწილეობაზე პარტიებმა უკვე შეიტანეს. ცესკოში კი აცხადებენ, რომ ამ საკითხის განხილვა განსაზღვრულ ვადებში მოხდება.