სამართალი
შაშიაშვილი: „სად წავიდა 10 მილიარდი?!“

1-SaSiaSvili-samarTali2თბილისი, 10 აგვისტო, საქინფორმი. ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრები“, „ტრადიციონალისტები“ და „თავისუფალი საქართველო“ საერთაშორისო კომისიისგან საქართველოში ომის შემდეგ უცხოეთიდან დახმარების სახით შემოსული თანხების დათვლასა და გარკვევას ითხოვენ, თუ რაში დაიხარჯა ფული.

„თეთრების“ ლიდერ თემურ შაშიაშვილის თქმით, კომისიების გამოთვლების მიხედვით, ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან ომის შემდგომ საქართველოში, დაახლობით, 10 მილიარდი ლარი შემოვიდა.

„ეს არის საქართველოს ბიუჯეტზე ორჯერ მეტი, თუმცა საქართველოს არაფერი ეტყობა, არავითარი სათანადო დახმარება არ აღმოუჩენიათ დაზარალებულებისთვის, ლტოლვილებისთვის, სად წავიდა ეს თანხები?“ – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.