აქტუალური
პარტიებს საარჩევნო კოდექსის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი ავალდებულებს, რომ პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ცესკოს მომდევნო დღეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 13-მდე შეავსოს.